ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით მუშაობას აჩერებს
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა დროებით მუშაობას აჩერებს. პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე ქარხანაში დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს. დღეიდან სრულად გაითიშა საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდა ფეროშენადნობების წარმოების პროცესი. ამ პირობებში, კომპანია თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადაუხდის და სრულად შეუნარჩუნებს საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. ის თანამშრომლები კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს მიიღებენ.
