ბადრი პატარკაციშვილი - 69
დღეს ბადრი პატარკაციშვილს 69 წელი შეუსრულდებოდა. ის „ტელეიმედის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული ტელევიზია პირდაპირ ეთერში პირველად 2003-ი წლის 15 მარტს გავიდა. საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი ლონდონში, საკუთარ სახლში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე მისი სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს. მართალია, ოფიციალური ვერსიით, პატარკაციშვილის გარდაცვალების მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა, თუმცა პროკურატურამ წლების წინ სკანდალური ფარული ჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები გეგმავდნენ და ლიკვიდაცია სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდის ოთხ ყოფილ ჩინოსანს ბრალი წარედგინა