არჩევნები აშშ-ში
დაძაბული წინასაარჩევნო რბოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში - არჩევნებამდე 6 დღით ადრე, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის თითქმის თანაბარი რეიტინგების გამო, პოტენციური გამარჯვებულის პროგნოზირება შეუძლებელია. საარჩევნო კამპანია წინასწარი კენჭისყრის ფონზე მიმდინარეობს. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მხრიდან კვლავ ისმის ბრალდებები საარჩევნო პროცედურების შესაძლო დარღვევისა და ამომრჩეველთა შევიწროების ფაქტებზე
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
