ნაჩქარები დასკვნები დასავლეთიდან
ეუთო/ოდირის შეფასებით არჩევნების გაყალბება არ მტკიცდება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა „ოცნებას“ მისცა - ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონში განთავსებული კვლევითი ორგანიზაციის „ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მორიგ სტატიაში. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და სხვა დასავლური მთავრობები თავიანთი სადამკვირვებლო მისიების დეტალურ ანგარიშებს არ დაელოდნენ და არჩევნების შედეგები, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. როგორც სტატიის ავტორი, ანატოლ ლივენი წერს, ბაიდენის შეფასება, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების თანახმად, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა, აბსურდულია. ლივენი წერს, რომ დასავლური მედია წინასწარ შემუშავებული ნარატივით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც მთავრობის მიერ არჩევნების მოგების ერთადერთი გზა მის გაყალბებაზე გადის. სტატიაში ნათქვამია, რომ ძალიან უხერხულია, როდესაც ვაშინგტონში, ლონდონსა და ბერლინში უსაფრთხოდ მოკალათებული მაღალანაზღაურებადი დასავლელი კომენტატორები, იმთავითვე არალეგიტიმურს და სულელურს უწოდებენ პატარა და ღარიბი ქვეყნის მოქალაქეების შიშებს, რომელიც მათ დიდ და საშიშ მეზობელთან ურთიერთობებს უკავშირდება
