კანონების გაუქმების მოთხოვნა
რა კავშირშია არჩევნები და პარლამენტის მიერ მიღებული ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმების მოთხოვნა? მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა მკაფიოდ თქვა, არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, საქართველოს გარედან არჩევნებთან დაკავშირებით ხელოვნური აჟიოტაჟი გრძელდება. რადიკალების მაშველ რგოლად ისევ ნაცნობი სახეები მოგვევლინნენ და საარჩევნო პროცესის უსამართლო კრიტიკისას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმებას კატეგორიულად ითხოვენ. მმართველი გუნდი პარტნიორებს შეახსენებს, რომ ულტიმატუმებით და შანტაჟის ენით საუბარი არასწორია

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები