შეხვედრა სადამკვირვებლო მისიასთან
არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს ცესკოს თავმჯდომარემ და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. გიორგი კალანდარიშვილმა წარმომადგენლობით დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული. კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება
