საჩივრების კლების ტენდენცია
3 ნოემბერი საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის დასრულების ვადაა. საბოლოო მონაცემებამდე ცესკომ არსებული შედეგები წარადგინა. საარჩევნო ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ სულ 1170 საჩივარია წარმოდგენილი, რაც 2020 წელთან შედარებით ნაკლებია. ისევ ნარჩუნდება ე.წ. შაბლონურ საჩივრებთან დაკავშირებული ტენდენცია. რაც იმას ნიშნავს, რომ იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი და არა შინაარსი. ეს იმის დასტურია, რომ მიზანი საჩივრების რაოდენობის ზრდა იყო და არა პრობლემის გამოვლენა
