წარდგენილი ბრალდება
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს და კიდევ ერთ მოქალაქეს, ბრალი წარედგინათ. საქმე ეხება სოფელ სადახლოს 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებას. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ხვალ მიმართავს. 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, კანონმდებლობის დარღვევით, ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. ამ ფაქტის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა, შედეგები კი ბათილად გამოცხადდა
