ოპოზიციური მედიის ბოიკოტი გამოძიებას
გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ არც ის მედიასაშუალებები, რომლებმაც ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესახებ საუბრობენ. „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „მთავარი“ გამოკითხვაზე არ მიდიან. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას მედიაომბუდსმენისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებები დაედო საფუძვლად, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა
