თერჯოლაში, ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში, დილიდან დაიწყო მომხმარებლების მიღება
თერჯოლაში, ახლადგახსნილ იუსტიციის სახლში, დილიდან დაიწყო მომხმარებლების მიღება. მიმართვიანობა საკმაოდ მაღალია და ამ დრომდე ათეულობით მოქალაქემ ისარგებლა იუსტიციის სახლის სხვადასხვა სერვისით. თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში 500-ზე მეტ სერვისს მიაწვდის. განთავსებულია სპეციალური სივრცეც ქორწინების საზეიმო ცერემონიისთვის. ფილიალი სრულად არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. ახალ იუსტიციის სახლში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული
