სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, ახლა რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონები ორ კანონზე ვაჭრობენ
სახელისუფლებო პარტიის განცხადებით, ახლა რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონები ორ კანონზე ვაჭრობენ. საუბარია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის და გამჭვირვალობის შესახებ კანონებზე. შალვა პაპუაშვილისთვის გაუგებარია, რა შუაშია ეს არჩევნებთან, თუმცა ამბობს, რომ მისთვის ცხადია ის, რომ ევროპაშიც და საქართველოშიც კონკრეტული პირები გამჭვირვალობის წინააღმდეგ არიან. პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს, როგორც გამჭვირვალობის რეგულაციებს, ისე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს
