ISFED საკუთარ პარალელური ხმის დათვლის შედეგებს არ ენდობა
ISFED საკუთარ პარალელური ხმის დათვლის შედეგებს არ ენდობა. არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესკონფერენცია გამართა და თქვა ისიც, რომ ორგანიზაცია არ არის ვალდებული საზოგადოებას პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააცნოს. მმართველი გუნდის შეფასებით კი, ეს ოპოზიციის პირდაპირი წახალისებაა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარალელური ხმის დათვლის შედეგები არის იმის მტკიცებულება, რომ რეალურად, საარჩევნო უბნებზე რაიმე სახის მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია
