ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ცესკოს თავმჯდომარე მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ობიექტურად, მიუკერძოებლად და დადებითად შეფასებისთვის. როგორც მან აღნიშნა საარჩევნო ადმინისტრაცია გაეცნო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს და ყველა იმ მიგნებასა თუ წუხილს, რომელიც დოკუმენტში არის აღნიშნული. კალანდარიშვილმა დაადასტურა მზაობა, რომ მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება
