პროკურატურამ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვს და კიდევ ერთს პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვს და კიდევ ერთს პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ხვალ მიმართავს. 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე, კანონმდებლობის დარღვევით, ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. ამ ფაქტის გამო, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები ბათილად გამოცხადდა
