ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში
ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა ოპოზიციური არხების თანამშრომელთა ნაწილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაომბუდსმენიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სამსახურის ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებები, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ჟურნალისტებთან დაკავშირებულ 17 ინციდენტს შეეხებოდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტებიდან 13 შემთხვევა, შეტყობინების შინაარსიდან გამომდინარე არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს
