პროკურატურის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს
წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები. არჩევნების ე.წ. გაყალბების თაღლითობის სქემის ავტორ-მონაწილეები კი, გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. ოპოზიცია, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ არჩევნები გაყალბდა, მეორე დღეა საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციით არის დაკავებული.
