პენსილვანიის შტატში სამართალდამცველები არჩევნებთან დაკავშირებულ პოტენციური თაღლითობის ფაქტებს იკვლევენ
პენსილვანიის შტატში სამართალდამცველები არჩევნებთან დაკავშირებულ პოტენციური თაღლითობის ფაქტებს იკვლევენ. ინფორმაციას “ფოქს ნიუსი” ავრცელებს. საუბარია ლანკასტერისა და იორკის ოლქზე, სადაც ეჭვები გაყალბებულ რეგისტრაციის ფორმებთან დაკავშირებით არსებობს. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იორკის ოლქში ათასობით ასეთი სარეგისტრაციო ფორმა შევიდა.
