წყალდიდობა და მსხვერპლი ესპანეთში
ესპანეთში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 64 ადამიანი იმსხვერპლა. ათობით დაკარგულს ამ წუთებშიც ეძებენ. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სრული პარალიზება მოახდინა. რეგიონში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს ოფიციალური თბილისი და ესპანეთს სოლიდარობას უცხადებს. განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი - “ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაზარალებულთან ვართ. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პედრო სანჩესს და ვუსურვებ გამძლეობას, ერთიანობასა და მედეგობას ესპანეთის მამაც ხალხს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ პერიოდში”. წერს საქართველოს მთავრობის მეთაური.
სიუჟეტის ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
