საქართველოს არჩევანი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მიხეილ სააკაშვილის მმართველობისგან განსხვავებით, ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას ირჩევს. ამ შინაარსით სტატიას ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი ავრცელებს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ევროპული ინტეგრაციის იმ მოდელმა, რომელიც ეროვნულ ავტონომიაზეა დამყარებული, საქართველო კავკასიაში სტაბილურობის საყრდენად აქცია. მასალაში ასევე განხილულია სააკაშვილის მმართველობის პერიოდი და ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, რომელიც შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და "იუ-ეს-აი-დის" მიერ იყო მხარდაჭერილი. სააკაშვილის ქვეყნის მართვის ულტრალიბერალურმა მოდელმა არათუ გააძლიერა საქართველო, არამედ დაასუსტა ის და რუსეთთან 2008 წლის კონფრონტაციის წინაშე დააყენა, რამაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვა და ადამიანებში მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია - აღნიშნულია სტატიაში.
