ზელენსკი საქართველოს წინააღმდეგ
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს და ამას იარაღის გამოყენების გარეშეც ცდილობს, მაგალითისთვის კი საქართველო მოჰყავს. ზელენსკის თქმით, რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, ჯერ საქართველოს ტერიტორიები მიითვისა, შემდეგ კი მთავრობა შეცვალა და ახლა საქართველოს პრორუსი მთავრობა ჰყავს. უკრაინის პრეზიდენტმა სკანდინავიური ქვეყნების მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ანალოგიური ვითარებაა მოსალოდნელი მოლდოვაშიც.
