საერთაშორისო შეფასება
ავსტრიის პარლამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება. ავსტრიის პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ასევე ხაზგასმულია, რომ არჩევნებზე მრავალი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია იყო წარმოდგენილი, 500-ზე მეტი დამკვირვებლით. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს. არჩევნებს ასევე ეხმაურება ბუნდესრატის წევრი, კლემენს კოფლერი, რომელიც აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა.
