დირექტივები ოპოზიციის დამკვირვებლებს
მითითებები და კატეგორიული დირექტივები, რომელთა შინაარსი არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და ელემენტარულ მორალს - კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი საოლქო კომისიის წევრი, იმ მოთხოვნაზე ალაპარაკდა, რომელსაც არჩევნების დღეს, მისი ზემდგომები უყენებდნენ. თამარ შიოლაშვილი ყვება, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის ასატეხად, მიზნად დაუსახეს საჩივრების მაქსიმალური რაოდენობის დაწერა, თუმცა, როგორც თავადვე განმარტავს, პროცესი კანონიერად და მშვიდად მიმდინარეობდა. კოალიციის საერთო ჩათში დასმული კითხვების შემდეგ კი მიუთითეს, რომ პროცესების შეფასება მისი საქმე არ იყო. თამარ შიოლაშვილის განცხადებით, ის ტოვებს პარტიასაც და ამ პარტიისგან კომისიის წევრის სტატუსსაც.
