გადათვლის შედეგები
საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. აქედან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ია. დანარჩენ, 32 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში კი მონაცემები მცირედით შეიცვალა. საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის პროცესში მონაწილეობდნენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების როგორც პარტიების მიერ დანიშნული, ისე პროფესიული ნიშნით არჩეული წევრები. გადათვლის შედეგების და შემაჯამებელი ოქმების შესახებ ბრიფინგი საარჩევნო ადმინისტრაციაში გაიმართა.