გერმანიის თასის მერვედფინალში ითამაშებს „კარლსრუე“
გერმანიის თასის მერვედფინალში ითამაშებს „კარლსრუე“. კლუბმა, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, სტუმრად „ოფენბახი“ 2-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 84-ე წუთამდე იყო და გოლის გატანა მოახერხა. მან თავი 61-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში გახსნა. ზივზივაძემ ბურთი საჯარიმოში მიიღო, კარგად შემოტრიალდა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა. ეს მისი მეორე გოლია გერმანიის თასზე. გარდა ამისა, 7 გოლი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში აქვს გატანილი. „კარლსრუე“ მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს, სტუმრად „ჰანოვერთან“ გამართავს.
