მუხიანის დასახლებაში რადიო ქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა
მუხიანის დასახლებაში რადიო ქალაქის პროექტის პირველი ფაზა დასრულდა. პროექტს თბილისის მერიის კონცეფციით ახორციელებს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ რომელმაც 2019 წელს, აუქციონის გზით შეისყიდა ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია. კომპანიამ აღნიშნული ქონების პრივატიზების სანაცვლოდ, მერიის ბიუჯეტში 23 მილიონზე მეტი გადაიხადა. რადიო ქალაქის სრული ტერიტორია 12 ჰექტარ ფართობს მოიცავს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონამდე ლარია.
