ავსტრიის პარლამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება
ავსტრიის პარლამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. ავსტრიის პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ასევე ხაზგასმულია, რომ არჩევნებზე მრავალი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია იყო წარმოდგენილი, 500-ზე მეტი დამკვირვებლით. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს. არჩევნებს ასევე ეხმაურება ბუნდესრატის წევრი, კლემენს კოფლერი, რომელიც აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა და ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ყველანაირი ზემოქმედების გარეშე.
