პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა
პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, ცესკოს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ცნობის თანახმად, ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, მას ხვალ გამოკითხვაზე ელოდებიან.
