2025 წლის აპრილიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას
2025 წლის აპრილიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია ედელვეისი შემოდის. ლუფთანზას გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია ედელვეისი ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს მომავალი წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებს.
