ექსპერტი სომხეთიდან სოსი ტატიკიანი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა
ექსპერტი სომხეთიდან სოსი ტატიკიანი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები „სომხური კარუსელის“ მეშვეობით გაყალბდა. ტატიკიანის თქმით, მას ზურაბიშვილის საუბრის ასეთი სტილი არ მოსწონს. ექსპერტის თქმით, სომხეთშიც კი 2018 წლიდან უარი თქვეს ამ ტიპის დარღვევებზე.
