„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი არჩევნების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის, მათ შორის ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების განცხადებებს აფასებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი არჩევნების შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის, მათ შორის ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების განცხადებებს აფასებს. მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა, თუმცა სპეკულაციები არ წყდება. მდინარაძე ეხმიანება ჰელსინკის კომისიისა და ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებებს. ის ამბობს, რომ ჰელსინკის კომისიის პოზიცია იყო ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების შეურაცხყოფა, ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება კი არჩევნების კრიტიკული აღიარება.
