„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელი ვახტანგ სალია კარიერას „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ინგლისის კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. სალია ახალ კლუბს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება, მანამდე კი იჯარით კვლავ "დინამო თბილისში“ დარჩება. 17 წლის სალიამ ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიცაა.
