ნოემბერში დაგეგმილი სანაკრებო მატჩების ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს, 12 საათიდან დაიწყება
ნოემბერში დაგეგმილი სანაკრებო მატჩების ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს, 12 საათიდან დაიწყება. უეფას ერთა ლიგის ეგიდით საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე უკრაინას შეხვდება და გულშემატკივარს ბილეთების შეძენა ონლაინ, ტიკეტ ჯიზე - ათ, ოც და 50 ლარად შეეძლება. სტუმრად ჩეხეთთან გასამართი მატჩის ბილეთები კი პირველ ნოემბერს გაიყიდება. ამავე დღეს 15:00 საათიდან დაიწყება საქართველოს და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩის ბილეთების რეალიზაცია. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონზე, 15 ნოემბერს გამართავს. თამაში 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრი ნებისმიერ თამაშზე მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენას შეძლებს.
