იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურში საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ
იტალიის სერია ა-ს მე-10 ტურში საიუბილეო, მე-100 შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ. ნაპოლიმ სტუმრად მილანს 2-ით ნოლი მოუგო, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. ანტონიო კონტეს გუნდი მე-5 წუთზე დაწინაურდა, 43-ე წუთზე კი კვარაცხელიამ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა სან სიროს სტადიონზე ბურთი პირველად გაიტანა. მას ნაპოლის მაისურით ჩატარებულ 100 შეხვედრაში 30 გოლი დაუგროვდა, ხოლო 23-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 3 ნოემბერს, ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.
