სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, ცხედრები იპოვეს
სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შემდეგ, ცხედრები იპოვეს. 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. განუწყვეტლივ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. შეჩერებულია მატარებლის მოძრაობა ვალენსიასა და მადრიდს შორის. ვალენსიის რეგიონსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში დახურულია სკოლები. ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვალენსიის რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ხელისუფლებამ მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
