კამალა ჰარისი ვაშინგტონში წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი სიტყვით გამოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი, ვიცე- პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვაშინგტონში წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. ამომრჩევლებთან შეხვედრისას ჰარისმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 5 ნოემბრის არჩევნები გაცილებით მეტია, ვიდრე არჩევანი ორ პარტიას ან ორ კანდიდატს შორის.
