შეერთებულ შტატებში არჩევანი 43 მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკვე გააკეთა
შეერთებულ შტატებში არჩევანი 43 მილიონზე მეტმა მოქალაქემ უკვე გააკეთა. 5 ნოემბრის არჩევნებამდე ხმის წინასწარ მიცემის უფლება 60 მა მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა. წინასწარ არჩევნებში ხმას აძლევენ როგორც საარჩევნო უბანში გამოცხადებით, ისე ფოსტის საშუალებითაც. საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი რაუნდი შეერთებულ შტატებში 5 ნოემბერს ჩატარდება.
