ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა
ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარს იძიებენ. პოლიციის ცნობით, ორ სხვადასხვა ადგილას, ხანძრის შედეგად, ასობით ბიულეტენი განადგურდა. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებელი ერთი და იგივე პირია. სამართალდამცველებმა გარე დაკვირვების კამერის ჩანაწერებიც გაავრცელეს, რომელზეც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილის ავტომობილია დაფიქსირებული. პორტლენდის პოლიციის განცხადებით, შუაღამისას პოლიციამ აღმოაჩინა საარჩევნო ყუთზე მიმაგრებული „საეჭვო მოწყობილობა“, რომელიც ბოლს უშვებდა და იწვოდა.
