საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 101-ე წლისთავი მიულოცა. ირაკლი კობახიძე მისალოც წერილში აღნიშნავს, ბოლო წლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რაც ხელს უწყობს რეგიონში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების რეალიზებას.
