„არასწორი და დემოკრატიისთვის დამამცირებელი“ - ასე შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საკითხი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
„არასწორი და დემოკრატიისთვის დამამცირებელი“ - ასე შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების საკითხი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პიტერ სიიარტომ ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს უსაფუძვლო კრიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით ასოცირებული ქვეყნებისთვის არათანაბარი პირობებია შექმნილი. მან უსამართლობა უწოდა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის, საქართველოსთვის წამოყენებულ წინაპირობათა ჩამონათვალს, რომელიც სხვებისთვის სულაც არ იყო სავალდებულო.
