სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს და ოპოზიციის ბრალდებებს ცესკოს პრესსპიკერმა უპასუხა
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს და ოპოზიციის ბრალდებებს ცესკოს პრესსპიკერმა უპასუხა და ხელვაჩაურის მე-16 უბნის შესახებ დეტალურად ისაუბრა; განმარტა, რომ, ინფორმაციის განახლებასთან ერთად, საიტზე ძველი ინფორმაცია არ იშლება და ხელმისაწვდომია როგორც ძველი, ასევე განახლებული შედეგები. ცესკო მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, გადამოწმების გარეშე არ გაავრცელონ ინფორმაცია მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებსა თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. რადგან გრძელდება წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა და მონაცემების განახლებისთანავე, პროცედურების დაცვით, ინფორმაცია საჯარო გახდება.
