პარტნიორების გზავნილი
„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხავერდოვნად ჩატარდა“ - ამის შესახებ ოფიციალური პეკინი აცხადებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი საქართველოსთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
