დეზინფორმაციული კამპანია
უსაფუძვლო, უარგუმენტო და ცრუ ბრალდებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. სალომე ზურაბიშვილის თაოსნობით, რადიკალები საარჩევნო, ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ეწევიან. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა დაადასტურა არჩევნების კვალიფიციურად და პროფესიულად ადმინისტრირება, რადიკალები თავისი ამომრჩევლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ვირტუალურ რეალობაში დარწმუნებას ჯიუტად ცდილობენ. რადიკალები არც იმ ამერიკული კომპანიის დასკვნას იმჩნევენ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო გამოყენებული, შეუძლებელია ნებისმიერი სახის მანიპულაცია.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
