მე-11 მოწვევის პარლამენტი
მე-11 მოწვევის პარლამენტი დეკემბრის დასაწყისში შეიკრიბება. არჩევნების შედეგების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად, 4 ოპოზიციური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად აფასებენ ეს პარტიები საკუთარ ამომრჩეველს. როგორც წინა არჩევნებზე, ახლაც ოპოზიცია ჯერ შედეგების არაღიარების ეტაპზეა. დრო პარლამენტის პირველ სხდომამდეც არის და იქამდეც, ვიდრე პროტესტს ტრადიციულად, აღიარება ჩაანაცვლებს. რაც შეეხება დაფინანსებას, ცესკოს მონაცემების თანახმად, ამით ისარგებლებენ პარლამენტს მიღმა დარჩენილი, მაგრამ ერთ პროცენტზე მეტი მხარდაჭერის მქონე „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
