მთავრობის განკარგულებით იმერეთის რეგიონს სტიქიის სალიკვიდაციოდ ორ მილიონ ლარზე მეტი გამოეყო
მთავრობის განკარგულებით, იმერეთის რეგიონს სტიქიის სალიკვიდაციოდ ორ მილიონ ლარზე მეტი გამოეყო, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. მათ შორისაა ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სადაც 28-30 სექტემბერს ძლიერმა ქარმა მრავალბინიან საცხოვრებლებსა და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 690 ათასი ლარი შეადგინა. აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა ტყიბულის გარდა სამტრედიის, საჩხერის, წყალტუბოს, ხონის, თერჯოლის, ბაღდათის და ვანის მუნიციპალიტეტებში, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
