პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციის დეტალებზე საუბრობს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციის დეტალებზე საუბრობს. პოლონურ მედიასთან დუდა აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ არჩევნები არა იმდენად გაყალბდა, არამედ არჩევნების შედეგები ბევრ დონეზე დამახინჯდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერია თუ არა რუსეთი საქართველოში გამართულ არჩევნებში, დუდა პასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს მკაფიოდ არ უთქვამს.
