მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის მეორე ნაწილი ამოქმედებულია
მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის მეორე ნაწილი ამოქმედებულია. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი რადიკალური ოპოზიციისა და მათი ენჯეოების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის ავტორობით მომზადდა. სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საარჩევნო პროცესსა და მის შედეგებზე ეჭვები უნდა გამოთქვას და რომ საჭიროა არჩევნების შემდეგ, საქართველოში ოპერატიული დელეგაციების გამოგზავნა. მათ შორის დემონსტრანტი მოქალაქეების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.
