ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 70 უბნიდან, კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხელახლა ხუთი უბნის შედეგები გადაითვალეს
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 70 უბნიდან, კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხელახლა ხუთი უბნის შედეგები გადაითვალეს. უბნები ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, თვლის პროცესში კი, ოლქისა და უბნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ოლქის თავმჯდომარის თქმით, ხელახალი გადათვლის შემდეგ ცდომილება არ ყოფილა. ზუგდიდში არჩევნებზე 116 526 მოქალაქიდან 55 098 მივიდა, აქ უპირატესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
