ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია რამდენიმე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია რამდენიმე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ცესკოს დისკრედიტაციას. ცესკოს პრესსპიკერი ამბობს, რომ ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული ადამიანის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, ხმის დათვლის აპარატებიდან სხვადასხვა დროს ამობეჭდილი ამონაწერის შესახებ, მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებაა. ნათია იოსელიანი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ თითქოს არჩევნების გასაყალბებლად საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.
