მესამე დღეა ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს მალავს
მესამე დღეა ISFED-ი პარალელური დათვლის შედეგებს მალავს. „სამართლიანი არჩევნები“ მონაცემებს არ ასაჯაროებს და არც ჩვენს შეკითხვებს პასუხობს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ISFED-ი უკვე მეორეჯერ გაეხვა სკანდალში და რომ მის ხელმძღვანელობაზე ახლა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ზეწოლა მიმდინარეობს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები არის იმის მტკიცებულება, რომ რეალურად საარჩევნო უბნებზე რაიმე სახის მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია და სწორედ ამიტომ მალავს ISFED-ი ამ მონაცემებს. მათი მიზანი საზოგადოებაში ხელოვნური აჟიოტაჟის შემოტანაა. ISFED-ის პარალელური დათვლის მონაცემები, საინტერესო აღარ არის იმ ოპოზიციისთვის, რომელიც 2020 წელს, არჩევნების არაღიარების მიზნით, ამავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის შედეგებით ხელმძღვანელობდა.
