პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება
„დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს წინააღმდეგ და ფსევდომტკიცებულებები“- ეს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებაა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის და მათი მოკავშირე არასამთავრობოების განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, არის საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე, სცენარი კი იგივეა რაც 2020 წელს იყო და ის მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშშია გაწერილი.
